მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგებით დაასრულეს კომერციულმა ბანკებმა Q1 2021?

BM.GE
26.04.21 10:01
420
მიმდინარე წელს ბანკების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მთლიანობაში ბანკების შემოსავალი მარტის განმავლობაში 473 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი.

აქედან საპროცენტო შემოსავლები, ანუ მომხმარებელთა მიერ სესხების მომსახურებამ 334 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 198 მილიონი ლარი (ზრდა 21%), იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი 136.7 მლნ ლარი იყო (ზრდა 24%).

2021 წლის მარტში ბანკებმა 300.3 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს. აქედან საპროცენტო ხარჯები 192.8 მილიონი ლარი იყო. მათ შორის დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 111.4 მილიონი ლარი, ბანკების სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასური კი 58 მლნ ლარი იყო.

ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში მიუთითებს, რომ ბანკებმა მათი აპარატის შენახვაზე - ოფისებზე, თანამშრომლებსა და დირექტორთა საბჭოებზე ჯამში 65 მილიონი ლარი დახარჯეს. 11.3 მილიონი კი აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში გადადეს. შედეგად წმინდა მოგებამ 166.3 მილიონი ლარი შეადგინა.

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაცია, პრეზიდენტი