მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგებით დასრულდა მიწისზედა მეტროს მშენებლობის კვლევა?

BM.GE
25.11.19 10:57
1231
ამ თვეში უკვე მეორედ ვუბრუნდებით საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ პროექტს, რომელიც თბილისში მიწისზედა მეტროს მოწყობას ეხებოდა. პროექტი 1 წლის წინ დაანონსდა და მისი დაწყება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა. 2019 წელი დასასრულს უახლოვდება თუმცა თბილისის მერიას პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა კიდევ არ აქვს. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, თუმცა მისი შედეგები ისევ არ გასაჯაროებულა. რა შეიცვალა ბოლო 2 კვირაში მას შემდეგ რაც კახა კალაძისგან დაპირება მივიღეთ, რომ შედეგები მერიის მთავრობის სხდომაზე გაჟღერდებოდა?