29.ნოემბერი .2021 10:37

რა შედეგებით დასრულდა ქართული "შავი პარასკევი"?

118
უკან

ე.წ.შავი პარასკევის ტრადიცია საქართველოში შეიძლება ითქვას რომ სულ რამდენიმე წელს ითვლის და ჯერ ცოტა შორს ვართ იმ ფასდაკლებების მაჩვენებლებთან რაც ევროპასა და მითუფრო აშშ-შია გავრცელებული, სადაც ელვის უსწრაფესად ქრება დახლებიდან ესა თუ ის პროდუქცია. ეს არის დღე, რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად ელოდება და ტრადიციის მიხედვით ის ნოემბრის ბოლო პარასკევს, მადლიერების დღის შემდეგ იმართება ხოლმე. ამ დროს სასურველი ნივთების ყველაზე მომგებიან ფასად შეძენაა შესაძლებელი, ამიტომ ეს დღე ყველას უყვარს: მათაც, ვისაც საყიდლებზე სიარული იტაცებთ და მათაც, ვისაც უბრალოდ ეკონომიის გაკეთება სურთ. ამ დროს მაღაზიები თუ სავაჭრო ცენტრები, ონლაინ თუ რეალურ სივრცეში მომხმარებლებს ყველა პროდუქციაზე დაახლოებით 30-90%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ, თუმცა საქართველოში კომპანიებისთვის მთლად ასე შავადაც არ არის ხოლმე საქმე, ჩვენთან ფასდაკლებები 20%-დან იწყება და ყველაზე უკეთეს შეთხვევაში ისიც ერთეულ გამონაკლისებში 70%-მდეა.