მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგებს მოიტანს შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება?

BM.GE
24.12.20 10:20
698
ქვეყანას ახალი შრომის კანონმდებლობა აქვს, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული ცვლილებები შრომის კოდექსში პარლამენტმა 29 სექტემბერს მიიღო. ბიზნესს ცვლილებების განხილვის პროცესშიც და დოკუმენტის კანონად ქცევის შემდეგად შენიშვნები აქვს შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებით. შრომის ახალი კოდექსით შრომის ინსპექციას კომპანიებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლა უკვე რამდენიმე დღეში შეეძლება და ეს ყველაფერი არ არის, მომავალი წლიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებში შეამოწმებენ როგორც შრომის უსაფრთხოებას, ასევე დამსაქმებელსა დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობებსაც გააკონტროლებენ. ამ ეტაპზე არც საზოგადოებისთვის და არც კერძო სექტორისთვის ცნობილი არ არის, რა პრიორიტეტების შესაბამისად მოახდენს შრომის ინსპექცია კომპანიებში შესვლას.

სტუმარი: ნიკა ნანუაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, იურიდიული დირექტორი