22.სექტემბერი .2021 14:12

რა შეღავათებს ჰპირდება კალაძე ბიზნესს?

105
უკან

„ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოს დაცვა და სამომავლოდ, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 240,000,000 ლარის დახარჯვა იგეგმება. დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ კერძო ბიზნესი მუნიციპალიტეტის მერიისგან გარკვეულ შეღავათებს, რომელიც 2020 წელს პანდემიის პერიოდში შემუშავდა, შემდგომ პერიოდშიც მიიღებს. რა შეღავათები დარჩება ძალაში ბიზნესისთვის?