მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შენიშვნები რჩება ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებს "შრომის კოდექსში" ცვლილებებზე?

BM.GE
22.06.20 18:27
716
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტში გრძელდება. დღეს საკითხზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. დოკუმენტის ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, რომელმაც კანონპროექტი თავდაპირველად გასულ წელს წარუდგინა პარლამენტს და შედეგად, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის კრიტიკა დაიმსახურა. ერთმა ნაწილმა დაგეგმილი რეგულაციები არასაკმარისად შეაფასა, ბიზნესისმა კი პირიქით გადაჭარბებულ წნეხზე დაიწყო საუბარი. მას შემდეგ, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და დღეს სწორედ განახლებული დოკუმენტი განიხილეს.