მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეზღუდვებს და პირობებს ვახვედრებთ ტურისტებს საქართველოში?

BM.GE
15.06.21 13:54
440
2021 წლის მაისის ტურიზმის ამსახველი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს, 2020 წლის მაისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 264%-ით, ანუ 67 ათასი ტურისტით გაიზარდა და 2021 წლის მაისში 96 ათას 502 ტურისტი შემოვიდა. ასევე მზარდ მაჩვენებლებს ვითვლით შიდა ტურიზმის კუთხითაც და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგებით, საქართველოში პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურიზმი გასული - პანდემიური წლის აღნიშნულ პერიდთან შედარებით, 23.4%-ით გაიზარდა. პოზიტიური რიცხვები და მზარდი მაჩვენებლები გარკვეულწილად განაპირობა სახმელეთო საზღვრების გახსნამ, რასაც ემატება ავიაკომპანიების დაბრუნება ბაზარზე. დღეს უკვე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ მიმართულებების 53% უკვე აღდგენილია.