მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თემები განიხილეს ტურიზმის წარმომადგენლებმა საჯარო სექტორთან?

BM.GE
28.06.22 14:17
262
რამდენიმე დღის წინ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო გვენეტაძე შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მომზადება და არსებული გამოწვევების განხილვა იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შესაბამისად, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებმა მათ წინაშე მდგარი პრობლემები გააცნეს და გადაწყვეტის გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში კადრების გადამზადების, ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების აუცილებლობაზე. 

გარდა ამისა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ Duetto-ს უახლესი ანგარიშის თანახმად, ევროპაში სასტუმროების ჯავშნების რაოდენობა დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს, მაგრამ სტუმრების კმაყოფილების მაჩვენებელი შემცირდა. რა ხდება ამ კუთხით საქართველოში, რა პრობლემებით ხვდება საქართველო ტურიტებს და რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა? 

სტუმარი: მაია მახათაძე - სასტუმრო "ადამო", მმართველი.