07.თებერვალი .2023 23:18

რა უნდა ვიცოდეთ „საპარტნიორო ფონდის“ მემკვიდრის შესახებ - კანონპროექტი პარლამენტშია

145
უკან

„საქართველოს განვითარების ფონდი“ „საპარტნიორო ფონდის“ ნაცვლად - იცვლება სახელწოდება, მკაცრდება პროექტების თანადაფინანსების კრიტერიუმები და დაფინანსების წყარო არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი - მოკლედ, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, საპარტნიორო ფონდის რეფორმირება იწყება. მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. რა იცვლება საპარტნიორო ფონდის ცხოვრებაში?