მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წესების დაცვით მიიღებს საქართველო ტურისტებს?

BM.GE
18.06.20 18:24
779
„ის, რაც გვეგონა, რომ თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მთლად ასე არ ყოფილა. ანუ არ ხდება ისე, რომ ვირუსი ქრება ზაფხულში“ - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კითხვას იმის შესახებ, დაიწყო თუ არა საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა. ამირან გამყრელიძის თქმით, „ეს ყველაფერი არის მსჯელობის საგანი და დღეს მთავარია ის, რომ აქამდე შევაჩერეთ ქვეყანაში ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება“. მისივე შეფასებით, ახლა ქვეყანა მართვის სტადიაშია. ხომ არ გაართულებს ეპიდემიის მართვას 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმის გახსნა და ასევე, რა წესების დაცვით მიიღებს საქართველო ტურისტებს - ჰკითხა მედიამ დღეს ამირან გამყრელიძეს.