22.სექტემბერი .2021 13:22

რაჭაში რთველი იწყება

115
უკან

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონში იწყება. „ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაწყებულია. რაჭის რეგიონის შესასვლელებში მოეწყო სპეციალური საკონტროლო პუნქტები, სადაც რეგიონში შემოსული ყველა მანქანა შემოწმდება, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შეტანა და თავიდან იყოს არიდებული სხვა ჯიშების „ხვანჭკარის" სანედლეულო ჯიშებში - მუჯურეთულ და ალექსანდროულში შერევა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში იხსნება.

სტუმარი: გიორგი ჭანტურია - “ხვანჭკარას ღვინის მარანი”, დირექტორი.