მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ელოდება მომსახურების სექტორი მორიგ ლოქდაუნს?

BM.GE
20.07.22 11:17
321
საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-ინფიცირების განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 10-17 ივლისის განმავლობაში Covid-19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 764 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 

მზარდი ინფლაციისა და სასურსათო პროდუქციის გაძვირების ფონზე, სამომხმარებლოს სექტორის მდგომარეობას დამატებით COVID-19-ის მაჩვენებლების ზრდა ართულებს. სეტორის წარმომადგენლების მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს კონკრეტული მექანიზმის შემუშავება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ისე, რომ არ დაზარალდეს ეკონომიკა, ბიზნესი. 

მაგალითად, პანდემიიდან დღემდე გასართობი ცენტრების ბაზარი 80 კომპანიამ დატოვა, მატება იყო მხოლოდ ორი. ასევე ბევრი რესტორანი დაიხურა პანდემიის პირობებში და რომელთაც გახსნა და ბაზარზე ხელახლა დაბრუნება მოახერხეს, კადრების დეფიციტს განიცდიან... 

სტუმრები: გიორგი მთიულიშვილი - "გასართობი ცენტრების ასოციაციის" ხელმძღვანელი;
თინა ვაშაკიძე - რესტორატორი;