მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ინტერესდებიან ტურისტები წალკის კანიონით?

BM.GE
28.11.22 12:05
358
წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით, პირველი ეკოტურისტული პროექტი - „კასს ლენდი“ 14 ივნისს გაიხსნა. ახალი ტურისტულ ლოკაციაზე, 240 მეტრის სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდის“ გახსნის ღონისძიებას, საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. როგორც გახსნის ცერემონიალზე კომპანიის ხელმძღვანელმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა, ეს Kass Group-ის მიერ დაგეგმილი პროექტის მხოლოდ ნაწილია და კომპანიის მიზანი წალკის მსოფლიოში ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაქცევაა. ტერიტორიაზე დაგეგმილია აკვაპარკის, 200 ვილის და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაც. როგორია პირველი სეზონის შედეგები და როდის დაიწყება დაგეგმილ პროექტებზე მუშაობა? 

სტუმარი: ეკატერინე თორდია - Kass Group-ის გენერალური დირექტორი;