მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ლოგიკურია ვაქცინების არარსბეობის ფონზე შეზღუდვების გაუქმება? - ზაზა წერეთელი

BM.GE
24.06.21 15:09
486
„ასტრაზენეკას“ შეფერხებით მიწოდების გამო, თქვენი ჯავშანი გაუქმებულია“, - ამ შინაარსის მესიჯი მიმდინარე კვირის განმავლობაში ასობით იმ მოქალაქემ მიიღო, რომლებსაც მეორე დოზით აცრა უწევდათ. მიუხედავად დაპირებისა, რომ საჭირო რაოდენობის ვაქცინა მათთვის გადანახული იყო, ვაქცინაციის დრო რომ მოვიდა აღმოჩნდა, რომ საჭირო დოზები გაქრა, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ უწყებამ მისი ლოჯისტიკური მართვა ვერ მოახერხა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ვინც მეორე აცრას 10-დან 12 კვირის ფარგლებში ელოდებოდნენ ისინი აიცრებიან და მათთვის დაახლოებით 1600 დოზა ვაქცინა გადანახულია, ხოლო ვინც 10კვირამდე შუალდეში გეგმავდა აცრას მათ მოუწევთ მოცდა.

ამ ამბავში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ერთი შეხედვით ხმაურის ატეხვის საფუძველი არსებობდა, თუმცა ზიანის თვალსაზრისით არავის არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

ამ ამბავში ალბათ მთავარი კრიტიკის და დარდის საფუძველიც 43 ათასი დოზა ვაქცინის ლოჯისტიკური მართასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებია, წარმოდგენაც რთულია ალბათ, როგორ შეიძლება განვკარგოთ უახლოეს დღეებში მისაღები 1 მლნ და ჯამურად 3.2 მლნ დოზა ვაქცინა, რომელიც როგორც გვპირდებიან წლის ამ კვარტალში გვექნება, როცა 43 ათასის გადანაწილებაც ვერ მოვახერხეთ.

პასუხისმგებლობაზე საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ სამინისტრომ დაიწყო „ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა და გამოიკვლევენ რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოჯისტიკური ხარვეზი, შესწავლის შემდეგ კი ექნება შესაბამისი რეაგირება, რადგან დაუშვებელია ვაქცინაციის ისეთი მასშტაბების პირობებში, როგორიც ეს ივლისის თვიდან ქვეყანაში იქნება, მსგავსი სახის ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნას.

ცალკე საკითხია ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი პირების განწყობებიც, რომლებსაც არათუ საფუძველი მიეცათ ამ დროის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესში ჩართვის, არამედ პირიქით, ყველა გზით ხდება სკეპტიციზმის გაღვივება უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის და ლოჯისტიკური ჯაჭვის არარსებობის გამო. შესაბამისად სულ უფრო რთულად წარმოსადგებნია წლის ბოლომდე 60%-იანი მოცვა და ნორმალურად მიახლოვებულ ცხოვრებაში დაბრუნება.

სტუმარი:ზაზა წერეთელი - ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი;