მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მდგრადიი დარჩება საქართველოს საფინანსო სისტემა?

BM.GE
04.03.22 13:13
378
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა იპოთეკური სესხების გაცემის წესებში ცვლილებები შეიტანა და განახლების მიხედვით, ბანკებმა მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს უნდა გაითვალისწინონ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შოკის რისკის ალბათობა. ასევე სების გადაწყვეტილებით მოქალაქეებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა გამკაცრდა. 

ეროვნული ბანკის შეფასებით, ასეთი ცვლილება საჭიროა იმისთვის, რათა ცვლად განაკვეთზე მიბმული იპოთეკების საპროცენტო განაკვეთის მატებამ ბანკებში ფინანსური რისკები არ წარმოშვას. სიფრთხილე და ეკონომიკის სტიმულირებისათვის რესურსების კიდევ უფრო შემცირება, რამდენად თანაზომადია სების გადაწყვეტილება პანდემიურ, პოსტპანდემიურ და რუსეთ უკრაინის საომარი ვითარების ფონზე?

სტუმარი: მიხეილ კუკავა - PMCG-ის ეკონომისტი;