03.მაისი .2022 14:40

რამდენი რუსული და ბელარუსული კომპანია დარეგისტრირდა 2022 წლის იანვარ-მარტში?

178
უკან

მარტში საქართველოში 9,114 კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 72%-ით მეტია. ამ რაოდენობის ფირმები ქვეყანაში პანდემიამდეც არ რეგისტრირებულა. მაგალითად, 2019 წლის მარტში სულ 4,620 ახალი სუბიექტი დარეგისტრირდა. გამომდინარე საქართველოში შემოსული და დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების მკვეთრი ზრდისა, BMG-ის ანალიტიკოსმა შოთა ტყეშელაშვილმა იუსტიციის სამინისტროსგან აპრილის დასაწყისშივე გამოითხოვა დეტალური სტატისტიკა, თუ რამდენი კომპანია დარეგისტრირდა მარტში და რაოდენობრივად რა იყო უცხოელების, მათ შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული ახალი კომპანიების რიცხვი, თუმცა სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადები დაარღვია და ეს სტატისტიკა ამ დრომდე არ მოგვაწოდა.