მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის კვირის მიმოხილვა

5bc421ee98048
ლევან თაღიაშვილი
15.10.18 10:10
799
8 ოქტომბრიდან დღემდე, სავაჭრო სესიების დროს გარიგება დაიდო სს “ლიბერთი ბანკის“ აქციებზე - 40,000 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა, თითო 3.4 თეთრად და შესაბამისად ჯამში 1360 ლარის გარიგება შედგა. რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებებს, აქ მხოლოდ დოლარში დაიდო 1 გარიგება, შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 13 აქცია გაიყიდა, ჯამში 13,254 დოლარად. სს „ანძა-94“ 26 ოქტომბერს გამართავს კრებას სადაც ცვლილებები შევა საბჭოს შემადგენლობაში და აირჩევენ გენერალურ დირექტორს.
ბირჟის ინდექსმა, GSX-მა მცირედით მოიმატა და ის 130 პუნქტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბირჟის კაპიტალიზაცია 30 სექტემბრის მონაცემებით, 2 მილიარდ 279 მილიონი ლარია.