მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გამოიწვევს ცვლილებები შრომის კოდექსში?

BM.GE
15.10.19 11:33
821
კანონპროექტი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, მისი ავტორის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, პარლამენტში ოქტომბრის ბოლოს შევა. იქამდე საკანონმდებლო ორგანოში ამავე კანონში ცვლილებები აჭარიდან უკვე დარეგისტრირდა. მართალია განხილვები ჯერ არ დაწყებულა მაგრამ ეს მხოლოდ პროცედურის თემაა. ყოველ შემთხვევაში გარედან ასე შეიძლება ჩანდეს, იმის მიუხედავად რომ პრემიერი კანონპროექტებს ჯერ არ გაცნობია და ბევრჯერ თქვა უკევ საჯაროდ რომ ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მირებული არ იქნება.


შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე პარასკევს დეველოპერებმა პრემიერთან და ასოციაციებსი წარმომადგენლებთან ეკონომიკის მინისტრთან ისაუბრეს. იყო შეხვედრები კერძო სექტორის ინიციატივითაც, რომელშიც მონაწილეობა როგორც ბიზნესომბტცმენმა ისე დამსაქმებლებმა მიიღეს. სამაგიეროდ აქამდე დაპირებული შეხვედრა რომელშიც როგორც კანონპროექტის ავტორები, ისე მსხვილი დამსაქმებლები და დასაქმებულები ერთიანად იმსჯელებდნენ არ ყოფილა.

სტუმარი: ნიკა ნანუაშვილი - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", იურისტი