მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი?

BM.GE
28.02.20 09:48
936
თბილისი დღეს და ხვალ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენის მასპინძელია. ექსპო ჯორჯიაში მიმდინარე მეათე საერთაშორისო გამოფენაზე მოსულებს ბევრი კარგად ნაცნობ უნივერსიტეტსა და შეთავაზებასთან ერთად წელს პირველად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაც დაგხვდებათ. ამ უნივერსიტეტის სივრცის გახსნამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, ოფიციალური დრო ამისთვის 11 საათი და 30 წუთია განსაზღვრული, როცა სტუმრებისათვის და აბიტურიენტებისათვის მოწყობილი პრეზენტაცია უკვე ხელმისაწვდომი იქნება.


სტუმარი: ალექსანდრე თევზაძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი