მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს სემეკის ახალი თავმჯდომარე?

BM.GE
22.10.19 10:48
681
თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით აირჩიეს. სემეკში შესაბამისი არჩევნები დღეს გაიმართა. დავით ნარმანია არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო. როგორც სემეკში განმარტავენ, ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან.


შეგახსენებთ, რომ სემეკ–ის თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რადგან თავდაპირველად ნარმანიას კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგინა. ხოლო პარლამენტის პლენარულ სესიაზე საკითხის კენჭისყრის დროს კი, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს სემეკ–ის მხოლოდ წევრობის კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა აქვს და არა – თავმჯდომარის. შესაბამისად, კენჭისყრა ჩავარდა და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს მიმართა, რის შედეგადად, ამიერიდან სემეკ–ის თავმჯდომარეს თავად კომისიის წევრები, ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.როგორ ირჩევნდნენ ადრე სემეკის თავმჯდომარეს, რატომ გაჭიანურდა მისი არჩევა-შერჩევი-დამტკიცების პროცედურები, როგორ აფასებს წინამორბედის საქმიანობას, და რას აპირებს თავად?

სტუმარი: დავით ნარმანია - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე