მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს TBC-ის და Glovo-ს პარტნიორობა?

BM.GE
23.09.22 09:34
298
თიბისი ბანკმა და Glovo-მ სამწლიანი ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. თანამშრომლობა ერთმანეთთან დააკავშირებს წამყვან ფინანსურ ინსტიტუციას - თიბისი ბანკს და რეგიონში მიწოდების სერვისის ბაზარზე წამყვან მოთამაშესა და ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპ Glovo-ს. 

ამ შეთანხმებით Glovo და თიბისი იღებენ ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭირენ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების მათ საქმიანობაში ინტეგრირებას, რაც საქართველოს ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს. უფრო ზუსტად, თიბისის და გლოვოს პარტნიორობის მიზანია ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რაც შესაძლებელი გახდება Glovo-ს აპლიკაციაში ექსკლუზიური შეთავაზებებითა და თიბისის მომხმარებლებისთვის მიწოდების საუკეთესო სერვისების უზრუნველყოფის გზით.