მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს წიაღის სექტორის რეფორმა?

BM.GE
06.12.19 10:50
1071
მთავრობის გუშინდელ სხდომაზე საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს უთხრა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც წიაღის სექტორი ვითარდება და უახლოესი წლების მანძილზე განვითარდება. საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მისმა სსიპ-მა - საქართველოს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ერთობლივად წარადგინეს. რამდენად ინფორმირებულია ამ ცვლილებების შესახებ ბიზნესი? საქართველოს წიაღის ეროვნული სააგენტო ირწმუნება, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია შედგა და მათი შეხედულებები შეჯერებულია.


სტუმარი : მაია ზავრაშვილი - წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი