მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გვთავაზობს BDO Digital? - დეტალებით ზვიად ორაგველიძე საქმიან დილაში

BM.GE
21.10.20 09:55
730
IT აუდიტი და აუთსორსინგი; მონაცემების მართვა და ანალიტიკა; პროცესების ანალიტიკა და რობოტიზაცია; ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია; და კიდევ არა ერთი - ერთ ერთმა უმსხვილესმა აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ ტექნოლოგიური სერვისები ახალი ბრენდის - BDO Digital-ის ქვეშ გააერთიანა.თავის მხრივ ამ გადაწყვეტილების მიზანია დაეხმაროს კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, ასევე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში. ამ ამბებზე და გეგმებზე BDO-ს მმართველ პარტნიორთან ინტერვიუს დროს ჯერ კიდევ პანდემიის საქართველოში სრულად შეგრძნებამდე და შეცნობამდე დავიწყეთ საუბარი, თუმცა მათ შორის პანდემიის დროს და პირველი ჩაკეტილობის შემდეგ არის პროექტი მნიშვნელოვანი, რომელიც ერთი შეხედვით აუარება უსარგებლო ინფორმაციის მწყობრი ანალიტიკის და მნიშვნელოვან რესურსად ქცევის შესაძლებლობას იძლევა. როგორ, რატომ და რას მოიცავს ეს შეთავაზება?

სტუმარი: ზვიად ორაგველიძე - BDO Digital-ის პარტნიორი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი