მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს “დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” და „გრანთ თორნთონის“ თანამშრომლობა?

BM.GE
16.06.22 11:22
357
"გრანთ თორნთონსა" და "დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში დისტრიბუტორთა ასოციაცია და მისი წევრები ისარგებლებენ გრანთ თორნთონის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებაზე ექსკლუზიური ტარიფით, რაც გულისხმობს მინიმუმ 30% ფასდაკლებას. ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, მცირე და საშუალო საწარმოები (მსს-ები) მიმართავენ სხვადასხვა ინფორმაციულ სისტემებს, რომელიც ერთიან ფუნქციონალურ გარემოს ქმნის და მენეჯმენტს საშუალებას აძლევს მართოს ორგანიზაცია მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკებისა და სტანდარტების გამოყენებით. ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობდეს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი. 

სტუმრები: ივა ჭყონია -"საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი;
პაატა შურღაია - „გრანთ თორნთონის" ვიცე-მმართველი პარტნიორი.