მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს კორპორატიული მდგრადობა რითეილ კომპანიებისთვის?

BM.GE
05.05.22 13:43
466
რითეილ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ დაარსებული 60 საათიანი სასერთიფიკატო კურსი მდგრადობის აკადემიაში წარმატებით დაასრულეს და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს. 

თითოეული მოდული, რომელიც მონაწილეებმა გაიარეს, გათვლილია კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დანერგვასა და განვითარებაზე, სრულ თანხვედრაშია გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპთან და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სხვა სახელმძღვანელო სტანდარტებთან. კურსი მორგებულია საქართველოში მოქმედი ბიზნესის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის საჭიროებებზე. 

სექტორი მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის რეალიზაციას, მომავალში სხვადასხვა ერთობლივი თუ ინდივიდუალური პროექტებით გეგმავს.