მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვს “ეიპიემ ტერმინალს ფოთი”?

BM.GE
22.04.22 09:47
630
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საზღვაო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო. მთავრობაც და ზედამხედველი პარლამენტიც პროცესს საჭიროებით ხსნიან ბიზნესი წუხს და ფოთის საზღვაო ნავსადგურის მმართველი კომპანია „ეიპიემ ტერმინალსი“ არ გამორიცხავს, რომ თუ მას არსებული ფორმით მიიღებს პარლამენტი, ინვესტორმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართოს. 

ეიპიემის შფოთის მიზეზი ის არის, რომ ცვლილებით ერთ სანავსადგურე ერთეულს მეორე სანავსადგურე ერთეულში შემავალი ან გამომავალი გემისთვის პორტში შესასვლელი არხის საფასურის დაწესება ეკრძალება. აქამდე სანაოსნო ტარიფებს სრულად ეიპიემი კრეფდა. ანუ კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი, მას შემოსავალი დააკლდება, რადგან პეის ჯგუფის ნავსადგურში შემავალი გემი, საფასურს პეისს გადაუხდის.

კომპანია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გავლენას მოახდენს კომპანიის ზოგიერთ უფლებაზე, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამიტომ, APM Terminals-ი სთხოვს საქართველოს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს დაინტერესებული მხარის, ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინტერესები, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა და გაიხმოს კანონპროექტი. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ შემოთავაზებული რეგულაციები არღვევს და ზღუდავს ინვესტორის უფლებებს.

სტუმარი: ზვიად ჩხარტიშვილი - "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" კომერციული ურთიერთობების დირექტორი;