მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვს მთავრობა COVID კლინიკებისგან?

BM.GE
11.04.22 14:13
428
მთავრობა პანდემიას დასრულებულად მიიჩნევს და კოვიდ კლინიკების საჭიროებასაც ვეღარ ხედავს. შესაბამისად, ჰოსპიტალურ სექტორს ძველ, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება უწევს. სამინისტრომ კონკრეტული ვადაც განუსაზღვრა კლინიკებს, თუმცა როგორც ჩანს, ეს სფეროსთვის ახალ გამოწვევად იქცა. სწორედ სექტორში დაგროვილ პრობლემებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ დღეს სამედიცინო დარგის ექსპერტები. ღონისძიება „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის” ორგანიზებულია. 

სტუმარი: ნინო მირზიკაშვილი - „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი", თანადამფუძნებელი.