მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიტანს "სილქნეტისა" და OneWeb-ის თანამშრომლობა?

BM.GE
23.01.20 10:26
728
დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სილქნეტმა ხელი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან მოაწერა. ეს შეთანხმება საქართველოში და კავკასიის რეგიონში პარტნიორობას ითვალისწინებს. OneWeb-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე შედგება პარტნიორობა, რომლის მიზანიც არის თანამგზავრული ციფრული ეკოსისტემის მეშვეობით ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის ფართო დაფარვის მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდება, მათ შორის, ყველაზე მოშორებულ და ძნელად მისაწვდომ რეგიონებში. კომპანიაში ამბობენ , რომ ამ პარტნიორობის შედეგად, საქართველოში და მთელს კავკასიის რეგიონში გაჩნდება ციფრული კავშირგაბმულობის დამატებითი წყარო, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებს, კონკურენციას კი არ გაუწევს, არამედ შეავსებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოშორებული ადგილებისთვის, სადაც ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა ამა თუ იმ მიზეზით არ არსებობს.


სტუმარი: ბაჩო ჩინჩალაძე - "სილქნეტი", კომერციული დირექტორი