მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს წამლების რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი?

BM.GE
17.10.22 10:11
347
ჯანდაცვის სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს, რომელიც რეფერენტული ქვეყნების სიის განსაზღვრას მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებას და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება. 

რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ამ მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები დაწყებულია, დარგის ექსპერტებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა უახლოეს პერიოდში თემაზე სექტორის წარმომადგენლებთან, უშუალოდ კომპანიებთან, რამდენიმე შეხვედრა უნდა გაიმართოს. 

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი;