მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს ბაზარს Panex-ი?

BM.GE
07.02.23 10:26
488
საქართველოში პირველი პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების, ინდუსტრიული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია Panex 2015 წელს დაარსდა და საკმაოდ მალე დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე, თუმცა 2022 წლის დასაწყისში განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები, შეიცალა მენეჯმენტი და განახლდა წარმოების ხაზი რამაც ქარხანა წარმატების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

კომპანია აწარმოებს კედლის და სახურავების სენდვიჩ პანელებს, აქსესუარებს და მაცივრის კარებს. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები ინოვაციური სამშენებლო მასალაა,რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა , კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის, როგორიცაა: სამაცივრე და საყინულე სათავსოების, სასაწყობე და საწარმოო შენობების, ტექნიკური, კომერციული და საცხოვრებელი ჯიხურები, ასევე იდეალურია არსებული შენობების თბოიზოლაციური შეფუთვისათვის.

Panex-ის პანელებით შესრულებული პროექტებია: კოკა-კოლა, ბრედფილდი, ბარაბმო, ბოინგი, ანაგი, გუდვილი და სხვა. წარმოებული პროდუქციის 25% - წლიურად გადის ექსპორტზე (აზერბაიჯანი და სომხეთი).

სტუმარი: გიორგი ლევიძე - Panex-ის აღმასრულებელი დირექტორი;