მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს “ჰიდროსკანდი” საქართველოს ბაზარს?

BM.GE
15.12.22 08:33
544
ჰიდროსკანდი სკანდინავიის ქვეყნებში ჰიდრავლიკური მილებისა და ფიტინგების ერთ-ერთ დიდ რითეილერად მიიჩნევა. კომპანია 20-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი მათ შორის საქართველოში. კომპანია ჰიდროსკანდის წარმომადგენლობა საქართველოში 2013 წელს დაარსდა. შვედური ჯგუფის აქციონერად შემოსვლის შედეგად კომპანიამ აქტიურად დაიწყო ფილიალების გახსნა საქართველოს რეგიონებში და 2020 წლისათვის უკვე ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალი გაიხსნა. კომპანიის მიზანია, რომ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. შვედეთის საელჩო ყოველ წელს წმინდა ლუსიას დღესასწაულს აღნიშნავს. სწორედ ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა შვედურ ბრენდებთან ერთად ჰიდროსკანდის შოურუმიც იყო წარმოდგენილი.