ამ დრომდე ვაკანტურია ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაც. ორივე შემთხვევაში ამბავი ყურადღებას იმ მიზეზითაც იქცევს რომ მცდელობა სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობდნენ და პასუხისმგებელი პირები შეირჩნენ არც კი შეიმჩნევა. ბიზნესომბუდსმენის კანდიდატურის შეთავაზებას კერძო სექტორიც ეცადა, მიმართვა გზაში დაიკარგა, ადრესატი პრემიერი მაშინ გადადგა და პროცესს აღარავინ მიბრუნებია, არადა ქვეყანაში სადაც ბიზნესს კოუნიკაციის დეფიციტი აქვს ამ ინსტიტუტის გამართულად მუშაობას კერძო სექტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა მეორეა რამდენად არის ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა იმ ფუნქციების მატარებელი რაც მათ სჭირდებათ?