მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია?

BM.GE
02.03.23 10:10
233

„თეგეტა ჰოლდინგმა“ „თბილისის ციფრულ სივრცეში“ ევროპულ სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტში განსაზღვრულია ჰოლდინგის ხედვა, ზოგადი პოლიტიკა, გრძელვადიანი მიზნები და სამოქმედო მიმართულებები მდგრადი განვითარების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით. კვლევის საფუძველზე განისაზღვრა სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები - თანამშრომლების კეთილდღეობა; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა; უსაფრთხოება. თითოეულ მიმართულებაზე შემუშავდა სტრატეგიული გეგმები, რომელთა განხორციელებას კომპანია 2030 წლამდე პერიოდში აპირებს.

სტუმრები: ნათიკა ბერძული - „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ელენე ჩხეიძე - CSR Agency-ის პარტნიორი.