მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში გვჭირდება არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება?

BM.GE
20.09.22 12:13
331
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესს წელსაც დაასუბსიდირებს. ამ პროგრამისთვის 2022 წელს 4 მლნ ლარი დაიხარჯება. ჯამში, ამ დრომდე აღნიშნულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარია დახარჯული. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. 

რაში გვჭირდება არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება და როგორია პროგრამის საჭიროება და ეფექტიანობა? 

სტუმრები: გოჩა ღვინეფაძე - ხილის გადამმუშავებელი საწარმო, „აჩინებულის“ გენერალური დირექტორი;
ია კაცია - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.