მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ჰყავს ტურიზმის ადმინისტრაციას ხელმძღვანელი?

BM.GE
23.09.21 09:36
340
„ჩვენი მიდგომა არ არის ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი ბერკეტების შექმნა, იგივე ნებართვები და ლიცენზიები. ჩვენი მიზანია თავისუფალ საბაზრო პირობებსა და კონკურენციაში განვითარდეს ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედეა ჯანიაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა. მან დარგის განვითარების პროცესში ახალ კანონპროექტზე მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც სექტორის აქტიური ჩართულობით მუშავდება. მედეა ჯანიაშვილი ამბობს, რომ ტურიზმის შესახებ კანონის შემუშავება მარტივი თემა არ არის, ამიტომ მასზე მუშაობის დასრულების ვადების დასახელება უჭირს.