მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ იაფდება საწვავი - ვინ არის დამნაშავე?

BM.GE
19.05.22 16:22
499
ვინ არის დამნაშავე - საწვავის გაძვირების ობიექტურ ფაქტორებს შორის მთავრობა სუბიექტური შტრიხებისაც ეძებს. პრემირის დავალება შესრულებულია და კონკურენციის სააგენტოს შუალედური დასკვნაც საჯაროა - ბევრ კომპანიას გაზრდილი ჰქონდა ფასნამატები მაშინ, როდესაც შეეძლოთ 20-25 თეთრით იაფად მიეწოდებინათ მომხმარებლისთვის პროდუქტი, რაც არ გააკეთეს - ასეთია მთავარი მიგნება. ანგარიშში ჩანს, რომ რუსეთიდან იმპორტრირებული რეგულარის მარკის საწვავი აპრილში მარტთან შედარებით 7 თეთრით გაიაფდა, ამ პერიოდში ფასნამატი 59 -დან 65 თეთრამდე იყო გაიზარდა. მარტის მსგავსი ფასნამატით რომ გაყიდულიყო, გამოდის, რომ საწვავის ფასი 13 თეთრით შემცირდებოდა. ფასნამატი რომ არ გაზრდილიყო 11 თეთრით იაფი უნდა ყოფილიყო ბულგარეთიდან შემოტანილი რეგულარის ფასიც. რუმინთის მაგალითზე კი ყველაფერი პირიქითაა. კომპანიებმა ფასნამატი დაწიეს, რადგანაც იგივე მარკის საწვავის ფასი აპრილში ტაბლოზე დაფიქსირებულ ფასთან შედარებით 11 თეთრით მეტი იქნებოდა... ვინ არის დამნაშავე და რა აღმოაჩნა კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის დროს?


სტუმარი: ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე