10.ნოემბერი .2021 09:13

რატომ არ შეეხებათ სავაჭრო მოლებს „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია?

322
უკან

კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურული სივრცეები, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები, სამთო კურორტების საბაგირო გზები - ეს იმ ობიექტების ჩამონათვალია, სადაც 1-ელი დეკემბრიდან შესვლას მხოლოდ და მხოლოდ ”მწვანე პასპორტის“ წარდგენის შემთხვევაში შეძლებთ. აღსანიშნია, რომ ამ ეტაპზე „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია სავაჭრო მოლებს არ შეეხო. თანაც იმ დროს, როდესაც წინასაახალწლო პერიოდში მობილობა იმატებს. რატომ ვერ მოხვდნენ „მწვანე პასპორტის“ მოქმედების არეალში მოლები და როგორ აფასებენ ჯანდაცვის ექსპერტები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას?