მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება?

BM.GE
05.05.23 10:22
186
„ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას რამდენიმე კვირაში ველოდებით. ერთი მხრივ სტანდარტის დანერგვას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს, თუმცა კანონპროექტი წლებია საკანონმდებლო ორგანოში თაროზე ინახება. ბოლო დროს გაჩნდა მოლოდინი რომ წელს გადაწყვეტილება საკითხზე უკვე უნდა მიიღონ რაც სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეფასებით ბაზრის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

მოლოდინებზეც ვისაუბრებთ და გასული წლის შედეგებსაც გადავხედავთ. სადაზღვევო კომპანიებმა 2022 წლის განმავლობაში ტვირთების დაზღვევის მიმართულებით სულ 12 268 682 ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2021 წლის შედეგზე დაახლოებით 20%-ით მეტია. ყველაზე მეტი „ალდაგმა“ მოიზიდა 3 963 193 ლარი, მეორეზე „ირაოა“ 2 464 936 ლარით, მესამეზე „ჯი პი აი ჰოლდინგი“ 2 098 024 ლარით, მეოთხე და მეხუთე ადგილს კი შესაბამისად „თიბისი დაზღვევა“ (1 492 426 ლარი) და „უნისონი“ (762 868 ლარი) ინაწილებენ. 

რაც შეეხება ანაზღაურებულ ზარალს, გასულ წელს ტვირთების დაზღვევის სახეობაში, 1 685 925 ლარის ზარალი ანაზღაურდა. ყველაზე მეტი ზარალი, „ალდაგმა“, „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ და „ირაომ“ აანაზღაურეს.

სტუმარი: გიორგი ბარათაშვილი - "ალდაგის" გენერალური დირექტორი