09.ივლისი .2020 10:41

რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები - ლევან ვეფხვაძე საქმიან დილაში

336
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდება, წარმოება მცირდება, შესაბამისად გაზრდილია იმპორტი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შარშან ელექტროენერგიის იმპორტმა 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს, როდესაც იგივე მაჩვენებელი წინა წელს 2.6-ს შეადგენდა.

ადგილობრივი წარმოება ცალსახად ჩანს რომ გასაზრდელია, მათ შორის და უპირველესად მსხვილი საინვესტიციო პროექტებით, რომლების ქვეყანაში დეფიციტურ სეზონებზეც უზრუნველყოფენ ენერგომომარაგების უზრუნველყოფას. ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აპირებენ, მთავრობას შეთავაზება აქვს. დამტკიცებულია მხარდაჭერის სქემა, რომლის თანახმად, ხუთ მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურები ყოველ გაყიდულ კილოვატსაათზე გარკვეულ თანხას სახელმწიფოსგან მიიღებენ.

შეთავაზება ასეთია, თუ საინვესტიციო ობიექტის დადგმული სიმძლავრე ხუთ მეგავატზე მეტი იქნება, ოპერირების დაწყებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში, წელიწადში რვა თვე, გარდა მაისიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდისა, ენერგეტიკულ ბირჟაზე გაყიდულ ყოველ ერთ კილოვატსაათზე, პრემიალურ ტარიფს - ერთნახევარ ცენტს მიიღებენ. ეს იმ შემთხვევაშ, თუ ფასი ე.წ წონასწორულ ფასზე 5.5 ცენტზე ნაკლები იქნება, სწორედ ასეთ დროს მიიღებენ დანამატს 1.5 ცენტის ფარგლებში.

რა მასშტაბის სინათლეა ეს ინვესტორებსიათვის ამ სექტორში მას შემდეგ რაც ე.წ გარანტირებული შესყიდვები გაუქმდა და რა მნიშვნელობას აძლევს ეს გადაწყვეტილება ინვესტორებს?

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი