მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია? - ზაზა წერეთელი დეტალებით საქმიან დილაში

BM.GE
13.11.20 11:22
1344
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 52 129 134 შემთხვევა გამოვლინდა, 1 284 737 ადამიანი გარდაიცვალა, 33 935 381 კი გამოჯანმრთელდა. ასეთია 21-ე საუკუნის დედამიწის რეალობა, და ამ რეალობაში ბოლო დღეებია სულ უფრო აქტიურად ვსაუბრობთ იმედის ნაპერწკალზე და ამაშ ვაქცინა იგულისხმება. ვაქცინა რომელიც ამ მონაცემებით 90% ზე მეტად ეფექტურია და ამავე დროს ჯერ ლიცენზიაგაუცემელი ვაქცინის 80% უკვე შესყიდულია. მწარმოებელი კომპანია ფვაიზერი ამბობს რომ 2021 ში მილიარდზე მეტ დოზა ვაქცინას დაამზადებენ. ამ ფონზე როცა საზოგადოების ნაწილი წუხს და აინტერესებს როდის მოაღწევს ვაქცინა მის ქვეყანამდე მათ შორის საქართველომდე ასევე საზოგადოების რაღაც ნაწილისღვის და არა მხოლოდ საქართველოში ვაქცინაციის წინააღმდეგია პოზიციები. ვაქცინების ნდობის შესახებ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმ-იპსოსის უახლესმა გამოკვლევამ აჩვენა, რომსაშუალოდ, 15 ქვეყანაში, კოვიდ 19 ზე ვაქცინაციის მიმღებლობა აგვისტოდან 4 პუნქტით შემცირდა.

გლობალურად, ათიდან ერთი ამბობს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ზოგადად ვაქცინებს(მათ შორის ინდოეთში და სამხრეთ აფრიკაში 14%), ისინი არ თვლიან,რომ ვაქცინა ეფექტური იქნება(15% გერმანიაში)და აცხადებენ, რომ მათიCOVID მიღების რისკი დაბალია(20% ჩინეთში და 19% ავსტრალიაში).

ყოველი მეოთხე დიდან დაახლოებით ერთი(24%), 15 ქვეყანაში თვლის, რომCOVID-19 მიღების შანსი იმდენად დაბალია, რომ ვაქცინა საერთოდ არ არის საჭირო. მოზრდილები ამ მოსაზრებით განსაკუთრებით გამოირჩევიან ინდოეთში(52%).

სტუმარი: ზაზა წერეთელი - ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი