მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის "მწვანე ქალაქი ლისზე" გამორჩეული?

BM.GE
26.12.21 16:20
579
„ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით ამ კვირაში 12 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა და ეს უკვე მეორედ ხდება საინვესტიციო კომპანიებთან ერთად, პირველად 2018 წელს იყო. ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 6.5%-ით განისაზღვრა, რაც ადგილობრივ ბაზარზე არაფინანსურ სექტორში აქამდე დაფიქსირებული კუპონის ყველაზე დაბალი განაკვეთია აშშ დოლარში. ობლიგაციების დაფარვის თარიღი 2024 წლის 17 დეკემბერია. კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან 2018 წელს მიიღო და ის „B+”/სტაბილური დონით განისაზღვრა. „ლისი დეველოპმენტი“ დღემდე ერთადერთი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგს ფლობს.

ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უსაფრთხოების სისტემა და მაცხოვრებლების საჭიროებებზე სრულად მორგებული ინფრასტრუქტურა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ელემენტების, რაც მაცხოვრებლებს . მწვანე ქალაქში ხვდებათ…. მწვანე ქალაქი ლისზე, დეველოპერული კომპანია ლისი დეველოპმენტის პირველი მასშტაბური პროექტია, რომელი 65 ჰექტრამდე ტერიტორიაზე სამ საცხოვრებელ უბანსა და ვილების უბანს მოიცავს. აქ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიას და ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზეა განლაგებული შენობები, ხოლო დანარჩენი 80% გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა. გარდა ამისა ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ, 150 კვადრატული მეტრი ფართობის საერთო სივრცეა მოწყობილი.