მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აუქმებენ ქვეყნები „ოქროს ვიზის“ პროექტს?

BM.GE
21.03.23 12:33
161
საინვესტიციო სქემებით რეზიდენციის უფლება, სხვაგვარად ცნობილი როგორც "ოქროს ვიზა", ხალხს სთავაზობს შესაძლებლობას ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა სახლის შეძენით, დიდი ინვესტიციის განხორციელებით ან შემოწირულების გაღებით მიიღონ. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა შეთანხმდნენ, რომ ოქროს პასპორტების გაცემა შეზღუდონ და შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების აქტივებს ამოიცნობს. 

ევროკავშირმა კი მიიჩნია, რომ მოქალაქეობის სქემა ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდების, ტერორიზმის დაფინანსების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის მხრივ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუთავსებელია. ამასთან, ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმე, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული და უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროგრამის დახურვა ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო გახდება. ეს ყველაფერი კი იმის საფუძველი გახდა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ პროგრამა საერთოდ დახურა. რომელ ქვეყნებში და რა მიზეზით შეჩერდა ოქროს ვიზის პროექტი?