მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყდა კოვიდის სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა?

BM.GE
15.04.21 10:28
509
ევექსი ჰოსპიტლების ბაზაზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ამოქმედდება. მათგან ერთერთი პირველია თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრი, სადაც დღეიდან კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი ამოქმედდა და პაციენტებს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა უტარდებათ. კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე როგორც ფიზიკური, ისე - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით იგეგმება და ითვალისწინებს რეაბილიტაციის კურსსაც, როგორც უშუალოდ კავკასიის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ასევე საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებზე.

პანდემიიდან წელიწადზე მეტი გავიდა და მხოლოდ საქართველოში კოვიდგადატანილთა როცხვი 278 683 -ს აჭარბებს. ვაქცინების გამოჩენის, მედიკამენტებზე მუშაობის პარალელურად ახალი ინფექციის შედეგებზე დაკვირვებამ რეაბილიტაციის საჭიროება აჩვენა, საჭიროებას მოთხოვნა მოჰყვება, მოთხოვნას კი პასუხი ევექსის ჰოსპიტლებისგან.

სტუმარი: ეკა ქავთარაძე - ევექსი ჰოსპიტლები, დირექტორის მოადგილე