მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა ავიაბილეთები?

BM.GE
14.06.22 14:48
376
ორ წელზე მეტია, რაც საუბრის მთავარი თემა სამყაროში covid-19 და მისი გავლენაა, თუმცა ახლა, როდესაც პანდემიის ყველაზე ცუდი შედეგები უკან მოვიტოვეთ და ადამიანები კვლავ თავისუფლად მოგზაურობენ, მორიგი მწვავე თემა გამოჩნდა: თვითმფრინავის ძვირადღირებული ბილეთები. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების ფასი გაზრდილია, მოხეტიალე მოგზაურები დიდი პაუზის შემდეგ მაღალი ხარჯის გაღებისთვის მზად არიან. ზაფხულის ტარიფები პანდემიამდელ დონეზე 30%-ით მეტია. ტენდენცია კი, რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. და მაინც რა არის ამის მიზეზი?