მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა სურსათი? - ბიზნესის განმარტება

BM.GE
09.02.23 09:20
271
საქსტატის მონაცემებით, იანვარში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათის გაძვირებამ მოახდინა, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 15%-ით არის გაზრდილი. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული, პური და პურპროდუქტები, ყავა, ჩაი და კაკაო, ასევე, რძე, ყველი და კვერცხი. მინერალური და წყაროს წყალი და სხვა.