მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა საფოსტო და საკურიერო ბიზნესის შემოსავლები 2020-ში?

BM.GE
29.10.21 09:14
570
2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,9 მლნ. ლარი შეადგინა- ასეთია საქსტატის განახლებული მონაცემებით შედეგები. თითქმის 96 მლნ ლარიდან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების წილი 75,1 % იყო და 24,9% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია. 

საქსტატის ცნობით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 60,9 % ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 80,6 % მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 19,4% – ადგილობრივ გზავნილებზე. 

უწყების მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 25,6 % წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 60,1% საერთაშორისო, ხოლო 39,9 პროცენტი – ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2020 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 350.1 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 3 389.4 ათასი ამანათი.

2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 4,3 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 1 156 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

სტუმარი: ნინო მენთეშაშვილი - FedEX-ისა და TNT-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი