13.მაისი .2022 18:39

რატომ გამოისყიდა მთავრობამ წყალტუბოს წყლები $8.1 მილიონად?

446
უკან

„მთავრობამ წყალტუბოს წყლები ინვესტორისგან 8 მილიონ დოლარად გამოისყიდა“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა აპრილის ბოლოს, იმერეთში რეგიონული ტურნეს დროს გააკეთა და თავი იმითაც მოიწონა, რომ მთავრობას აქვს კარგად გააზრებული ხედვა, როგორი უნდა იყოს "მომავლის წყალტუბო". ერთადერთი მიზეზი, რატომაც პრემიერის ამ განცხადებამ ჩვენი ყურადღება მიიქცია, უკვე კერძო მესაკუთრის ხელში არსებული აქტივის გამოსყიდვა იყო, თან არც ისე ცოტა მილიონია გადახდილი. მთავარი კითხვა, რაც გადასახადების გადამხდელებს ამ ეტაპზე გვაინტერესებს ისაა – ნამდვილად ბიუჯეტიდან გადავიხადეთ თუ არა ეს 8 მლნ დოლარი. რა შთაბეჭდილება გრჩება 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული წყალტუბოს აღორძინების პროექტი მხოლოდ განცხადებად დარჩა თუ დაიძრა რამე?