მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაუარესდა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი? - სასამართლოს გამოწვევები

BM.GE
21.02.22 12:13
387
მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 14 ადგილით ჩამოქვეითდა. Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 26-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ასეთი მკვეთრი ვარდნა საქართველოს არცერთი წლის ინდექსში არ ჰქონია. საქართველოს შედეგის გაუარესება რეიტინგის შემადგენელ თითქმის ყველა კრიტერიუმში პოზიციის ვარდნას უკავშირდება. თუკი 2021 წელს ქართული სასამართლოს ეფექტიანობა 59 ქულით ფასდებოდა, ის ახლა 56 ქულაზეა. ანგარიშში მითითებულია რომ „პოლიტიკური ჩარევები ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. მოსამართლეთა უმრავლესობა მოკლებულია შესაძლებლობას კომერციული დავები განიხილონ დამოუკიდებლად და სწრაფად“. 

სტუმრები: დავით კლდიაშვილი - იურისტი;
ლაშა ცერცვაძე - იურიდიული ფირმა FLS-ის პარტნიორი.