09.დეკემბერი .2022 14:23

რატომ იზრდება ელექტროენერგიის ექსპორტი? - Galt&Taggart-ის ანალიზი

200
უკან

მთავრობამ ინვესტორებთან წარადგინა განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის ახალი სქემა - სიმძლავრის აუქციონის საფუძველზე გაცემული ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტი (CFD). სქემა შესაბამის საკანონმდებლო დოკუმენტებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის აისახება. პირველი აუქციონის ჩატარებაც წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. 

2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 11.8ტვტ.სთ შეადგინა. ამის გარდა, ელექტროენერგიის ექსპორტიც გაიზარდა 2.5- ჯერ 1.0 ტვტ.სთ-მდე. გაზრდილი მოთხოვნა (ადგილობრივი მოხმარება + ექსპორტი) ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო და თბოგენერაციის ზრდით. ამ პერიოდში სავაჭრო ბალანსი დადებითი გახდა. 

ორგანიზებული ბაზრების ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაიდო 2023 წლის 31 მარტამდე. დღით ადრე და საბალანსო და სისტემური სერვისების ბაზრის ამოქმედება 2022 წლის 1 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, აგვისტოს ბოლოსკენ მთავრობამ ამ ბაზრების ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადადო. ოფიციალურ მიზეზად მთავრობის მხრიდან დასახელდა მსოფლიოში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი და შიში იმისა, რომ ბაზრის გახსნის შედეგად ფასები საქართველოშიც გაიზრდებოდა. დამატებითი მიზეზი ბაზრის მონაწილეების მზაობა და სისტემური სერვისებისა და საბალანსო ბაზრის ტექნიკური გაუმართაობა იყო. 

სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის უფროსი ასოცირებული მკვლევარი;