მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება სიგარეტით არალეგალური ვაჭრობა?

BM.GE
14.06.22 10:47
478
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ნილსენის მიერ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სიგარეტის არალეგალური ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა და 7,5%-ს მიაღია. აღსანიშნია, რომ საერთაშორისო კვლევითმა სააგენტომ ცარიელი კოლოფების კვლევის მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა და ძირითადი მიგნებები უკვე წარუდგინა ასოციაციის წევრ კომპანიებს, ბიზნესომბუდსმენს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ის, რომ ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის შემთხვევები თითქმის ყოველკვირეულად ფიქსირდება, ამას შემოსავლების სამსახურის სტატისტიკაც ადასტურებს. რამდენად დიდია თამბაქოს არალეგალური ბაზარი საქართველოში, რა ამბობს ნილსენის კვლევა და შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა? 

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;